აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების გენერალმა თოდ უოლთერსმა ევროპაში NATO-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა დაიკავა. ამ პოსტზე მან დღეს კიორტის სკაპაროტი შეცვალა. ცერემონია ალიანსის ცენტრალურ შტაბში ბელგიის ქალაქ მონსესთან ახლოს გაიმართა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უოლთერსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ალიანსის 29-ვე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თამამად შეხვდება არსებულ გამოწვევებს და ახალ პოტენციურ საფრთხეებს.
ასეთი გამოწვევების მაგალითებად სტოლტენბერგმა რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის მიმდინარე საფრთხეები და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული არასტაბილური ვითარებები დაასახელა.