logo_geo
eng_logo
ევროპის დღეებთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- +

4 მაისი. 2019. 10:59

 

 

„ევროპის დღეებთან დაკავშირებით, 4 მაისის 24:00 საათიდან 6 მაისის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

 

მოძრაობის შეზღუდვის შესაბამისად, 5 მაისს - N31, N44, N50, N55, N71, N102 და N80 მუნიციპალური ავტობუსები ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ: გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ.

 

„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner