logo_geo
eng_logo
ზაზა მარჯანიშვილი გურამ დოჩანაშვილზე: ვერ ვიჯერებდი, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა ასეთი რამ დაწერა!
- +

28 მაისი. 2016. 17:35


31 მაისს ქართელ მაყურებელს დიდი პრემიერა ელოდება.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „სამოსელი პირველი" იდგმება.

ამ თემაზე პროექტის იდეისა და მუსიკის ავტორმა, კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა „პირველი რადიოს" ეთერში ისაუბრა:

„„სამოსელი პირველი" ჩემი სამაგიდო წიგნია. ის დაფუძნებულია იმ 2 მთავარ აზრზე, რომლის მიხედვითაც ადამიანი უნდა ცხოვრობდეს: ერთი არის გამოცდილების აუცილებლობა-პროგრესი, მეორე კი - თავისუფლების სიყვარული და მისკენ სწარფვა. „სამოსელი პირველი" საერო ენაზე დაწერილი ბიბლიაა.

ბატონი გურამ დოჩანაშვილი, გერმიანიაში მოღვაწე მუსიკოსმა ზაზა მიმინოშვილმა გამაცნო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. გაოგნებული ვუყურებდი. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ეს წიგნის დაწერა. მე ის გავაღმერთე. დღემდე არ შემნელებია ეს
დამოკიდებულება - ყოველი შეხვდრისას ჩემს წინ დგას დიადი ადამიანი.


1995 წელს, როდესაც ახალ ორლეანში ვიმყოფებოდი, ბატონ გურამს საჩუქრად გამოვუგზავნე რამდენიმე მუსიკალური პორტრეტი „სამოსელი პირველის" მთავარი პერსონაჟებისა.
ბატონი გურამ ერთ-ერთი ყველაზე ყურადღებიანი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ მათ შორს. ჩემი ასე ვთქვათ, საჩუქრის მერე, იპოვნა დედაჩემი და გადასცა წიგნები თბილი წერილებით. ეს წიგნები დღემდე მაქვს.


როდესაც, 20 წლის შემდეგ დავბრუნდი, მან გაიხსენა ეს კომპოზიციები და ერთად ჩამოვყალიბდით, რომ „სამოსელი პირველის" დადგმა შესაძლებელი იყო. მას მერე დავიწყე ინტენსიური მუშაობა.


უმთავრესად რაც მინდოდა, იყო ის, რომ დამდგმელი რეჟისორი ყოფილიყო უნიჭიერესი ლაშა ონიანი. ის ყოვლად არაორდინალური იდეებს პატრონია, რასაც ყოველდღიურად ამტკიცებს რეპეტიციების დროს.  ძალიან გამიხარდა, რომ დამთანხმდა და ჩამოვიდა გერმანიიდან ამ წარმოდგენისთვის.

ყველაფერი ეს კი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბატონი დავით კინწურაშვილის კეთილი ნებით ხორციელდება".

მასშტაბურ წარმოდგენაში „სამოსელი პირველი" მონაწილეობენ როგორც დრამის წამყვანი მსახიობები, ასევე ოპერისა და ბალეტის შემოქმედებითი ჯგუფი.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია Reportiori.ge.

 

წყარო: „radio1.ge”

right_banner right_banner
არქივი
right_banner