logo_geo
eng_logo
კლინიკა „ფერომედში“ რეანიმაციული განყოფილება გაიხსნა
- +

4 მაისი. 2019. 11:08

 

 

ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ რეანიმაციული განყოფილება გაიხსნა. მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და მონიტორული კონტროლის სისტემით აღჭურვილი, 14 პაციენტზე გათვლილი პალატებიდან, ერთი პალატა ბავშვებისთვის და ერთიც ინფექციური პაციენტებისთვისაა გათვალისწინებული.

 

კლინიკის დირექტორ კოტე ქავთარაძის ინფორმაციით, რეანიმაციული განყოფილების არარსებობის გამო, ხშირად პაციენტების სხვა კლინიკებში გადაყვანა ხდებოდა აუცილებელი, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების რისკს ზრდიდა. მისივე თქმით, ამჟამად პაციენტებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ გადაუდებელი, რეანიმაციული დახმარება ადგილზევე გაეწიოთ. 

 

„კლინიკა „ფერომედში“, ამ დრომდე, რეანიმაციული განყოფილება არ არსებობდა. ამ პრობლემის გამო, პაციენტები სხვადასხვა დაწესებულებაში გადაჰყავდათ, რაც სხვადასხვა გართულების რისკს ზრდიდა. მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში, დროს და ოპერატიულად მოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განყოფილების შესაქმნელად, კლინიკაში რამდენიმე პალატა მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა. უკვე ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ პაციენტს ადგილზევე გაეწიოს შესაბამისი დახმარება, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ კლინიკა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს შესაბამისად მოემსახუროს“, – განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner