logo_geo
eng_logo
შსს „მსოფლიო რბენასთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

4 მაისი. 2019. 12:14

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან - „მსოფლიო რბენა“ - დაკავშირებით, მიმდინარე წლის 5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00  საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე, შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა  საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner