logo_geo
eng_logo
ლადო კახაძე: საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარია, რომელმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა
- +

4 მაისი. 2019. 12:39

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე, ქიაჩელის, გაბაშვილისა და ზუბალაშვილების ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.

 

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებს პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და საკუთარი პროგრამა წარადგინა. ლადო კახაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაზე და დაპირდა ამომრჩეველს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა იქნება, რომ გაიზარდოს სადაზღვეო ლიმიტები. ასევე აიღო პასუხისმგებლობა, რომ სწორი და აქტიური კოორდინაციით შესაბამის უწყებებთან აუცილებლად მოაგვარებს ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემას.

 

„საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა და ბევრი ოჯახი განსაცდელისგან იხსნა. ახლა ჩვენი და პირადად ჩემი მიზანი იქნება, რომ სადაზღვეო ლიმიტი გაიზარდოს. მე მზად ვარ, რომ პარლამენტში ვიყო თითოეული მთაწმინდელის ხმა და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ თქვენი პრობლემები იქნება ჩემი პრიორიტეტი“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner