logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში ახალი რეგულაციების პრეზენტაციას წარადგენს
- +

4 მაისი. 2019. 14:23

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში, ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას.

 

ფესტივალი 5 მაისს, 10:30 საათიდან, მთაწმინდის პარკში გაიმართება.

 

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში  ახალი რეგულაცია - „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ შემუშავდა. რეგულაცია კიდევ ერთი მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ქართული პროდუქციის ხარისხის გაზრდას, მის პოპულარიზაციასა და დაცვას  ემსახურება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner