logo_geo
eng_logo
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სირიის ქალაქ მარის თავს დაესხნენ
- +

28 მაისი. 2016. 17:45


ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მარის თავს დაესხნენ.

ექსტრემისტებმა მეამბოხე ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იერიში დღეს გამთენიისას მიიტანეს. „დაეშის" მებრძოლები მეამბოხეების წინააღმდეგ დანაღმულ მანქანებსა და ტანკებს იყენებენ.


გაერო-ს ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც საბრძოლი არეალის დატოვებას ცდილობდა, ორმხრივი სროლის ეპიცენტრში აღმოჩნდა. გაერო-ს მონაცემებით, შეტაკების ადგილას დაახლოებით 165 ადამიანი ცხოვრობს.


მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner