ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დიახ! და „ნაცსექტანტებმა“ თავი უნდა დაანებონ პოლიციის დისკრედიტაციას! ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია და ცეცხლს ნუ ეთამაშებიან!“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.
ამ კომენტარით ბონდო მძინარაშვილი, შსს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა:
„ეს პოლიცია არ არის, არც ჩემი და არც თქვენი. ეს პოლიცია არის თითოეული მოქალაქის და მინდა გთხოვოთ, რომ ყველა იმ ღირსეული ადამიანის, რომელიც მუნდირს რომ გაიხდის ჩვეულებრივი მოქალაქეა, ამ ხალხის ღირსებას გავუფრთხილდეთ, მათი შრომა დავაფასოთ და ვიცოდეთ, რომ მათ მძიმე შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ყოველდღიური უსაფრთხოება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.