logo_geo
eng_logo
„აუცილებლად შევიტან საჩივარს „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ და მოვითხოვ პირდაპირ ეთერში ბოდიშს“ - „ერთადერთი ცოცხალი შვილი მაგლოვეს“
- +

4 მაისი. 2019. 16:01

 

 

მოქალაქე ინგა ლონდარიძე აცხადებს, რომ სატელევიზიო სიუჟეტში მისი შვილის ფოტოს შეცდომით გამოყენების გამო, სასამართლოს მიმართავს

 

მოქალაქე ინგა ლონდარიძე აცხადებს, რომ მეტროში ახლგაზრდის გარდაცვალების ფაქტის სატელევიზიო გაშუქებისას, მისი შვილის ფოტოს შეცდომით გამოყენების გამო, სასამართლოს მიმართავს.

 

მისი თქმით, ამ ფაქტით, მისმა ოჯახმა და ახლობლებმა მძიმე ტრავმა მიიღეს.

 

საუბარია „თბილისის მეტროპოლიტენში“ გუშინ მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ლიანდაგებში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა და დაიღუპა.

 

როგორც ინგა ლონდარიძემ „პირველ არხს“ განუცხადა, გარდაცვლილსა და მის შვილს ერთი და იმავე სახელი და გვარი აქვთ. სატელევიზო გაშუქებისას ერთ-ერთმა არხმა მისი შვილის ფოტო გამოიყენა, რომელიც იმ მომენტში სახლში არ იმყოფებოდა.

 

„ჩემი შვილის სურათი სხვის ფოტოში შეეშალათ. სახელი და გვარი ერთი და იმავე იყო. აუცილებლად ვუჩივლებ და ბოდიშს მოვახდევინებ. ჯერ ისევ შოკში ვარ. „კურიერის“ ეთერში გავიდა ეს ინფორმაცია, გიორგი ბადალაშვილის გარდაცვალების ამბავი და გამოაქვეყნეს ჩემი შვილის სურათი. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით სახლში. ჩემი შვილი სავარჯიშოდ იყო წასული, თან ტელეფონიც კი არ ჰქონდა წაღებული. ძალიან დიდი ტრავმა მივიღეთ. მსგავსს არავის არაფერს ვუსურვებ. ჩემს მეუღლეს დიაბეტი აქვს და ლამის ხელებში ჩამაკვდა. ყველა გაოგნებული იყო და ტელეფონი არ ჩერდებოდა. მომდევნო კვირაში, ორშაბათს ან სამშაბათს აუცილებლად შევიტან საჩივარს „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ და მოვითხოვ პირდაპირ ეთერში ბოდიშს“, – განაცხადა ინგა ლონდარიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner