logo_geo
eng_logo
ზუგდიდში საქალაქო ავტოპარკი განახლდა
- +

4 მაისი. 2019. 17:40

 

 

„2019 წელს გამოშვებული ოთხი, ახალი „ისუზუს" მარკის ავტობუსი უკვე ზუგდიდშია, დანარჩენი 11 კი ორი კვირის ვადაში ჩამოვა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით.

 

ახალი საქალაქო ტრანსპორტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ დაათვალიერეს.

 

ახალ ავტობუსებში გადახდის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდება, ავტობუსები მარშუტებზე დღესვე გავიდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner