logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: „ნაცები“ და „რუსთავი 2“ ბიძინა ივანიშვილს სწორედ დიდი ქველმოქმედების გამო აკრიტიკებენ....
- +

4 მაისი. 2019. 17:43

 

 

„უტიფრობაა, რომ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილი და გიორგი სიგუა ასწავლიან საით უნდა მიმართოს საკუთარი სახსრები“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„განათლების სისტემისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე იმაზე ასჯერ და შეიძლება ათასჯერ მეტი თანხა აქვს დახარჯული, ვიდრე ერთად აღებულ ყველა კერძო პირს და კომპანიას ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

 

1.თსუ-ს პირველი კორპუსის რესტავრაცია (16 958 000);

2.ფრანგული სკოლის მშენებლობა (21 787 000);

 

3.თბილისის კონსერვატორიის რესტავრაცია (1 524 000);

 

4.ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის რესტავრაცია (4 123 000);

 

5.სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტუდენტური პროექტების დაფინანსება (4 812 385);

 

ჯამში უკანასკნელ პერიოდში, მხოლოდ ამ პროექტებზე 50 მილიონ ლარამდე.

 

უტიფრობაა, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა და ხარჯავს განათლების სფეროში ქველმოქმედებაზე, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი სიგუა ასწავლიან საით უნდა მიმართოს საკუთარი სახსრები და მათ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა პირით ამისთვის თანხებსაც კი სთხოვენ.

 

ყველასათვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, რომლებსაც უდიდესი გავლენა ექნება ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებაზე. პირველ მათგანზე უკვე გამოყოფილია 25 მილიონი ლარი, ჯამში კი 500 მილიონი ევრო დაიხარჯება. ხოლო თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობაზე უკვე გამოყოფილია 5 მილიონი ლარი, ჯამში კი მისი ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.

 

აღნიშნული პროექტების საბოლოოდ განხორციელების შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრად იქცევა“, - წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner