„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას უმრავლესობის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ შენიშვნებთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება, თუმცა აქვს აღნიშნავს, რომ შეიძლება ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციის თემად იქცეს.
„ეს არ არის დასკვნა, ეს არის მოსაზრებები. მისასალმებელია, რომ მხარდაჭერილია მთელი რიგი თემები, რომელიც რატომღაც კრიტიკული შემოტევების თემები იყო პარლამენტში მუშაობისას. მაგრამ ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ მისასალმებელია ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ. ვფიქრობ, არის რაღაც საკითხები, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება. არის კიდევ ვადა საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე. მუშაობაა საჭირო და ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესი მიდის, თუმცა ეს თემაც პოლიტიკური სპეკულაციების თემად იქცევა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.