შსს-მ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, მეზობლად მცხოვრები ქალბატონის გაუპატიურების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინსიტროს მცხეთა-მთიანეთი პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1984 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, რ.უ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარის ქმედების ჩადენის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 მაისს, დაკავებულმა, მის მეზობლად მცხოვრებ 1952 წელს დაბადებულ ნ.უ.-ზე სექსუალური ძალადობა სცადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.