logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სტამბოლის მერის თავიდან არჩევას ემხრობა
- +

4 მაისი. 2019. 19:39

 

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სტამბოლში მერის ახალ არჩევნებს ემხრობა.

 

Reuters-ის ცნობით,  მან დღეს სტამბოლში ბიზნესწრეებთან შეხვედრისას შემდეგი განცხადება გააკეთა: „აქ არის წინააღმდეგობა, ეს გასაგებია. აქ არის დარღვევები, ესეც ნათელია. მოდით მივიდეთ ხალხთან და ვნახოთ რას იტყვიან და როგორიც არ უნდა იყოს შედეგები, ჩვენ მას მივიღებთ“ .

 

თურქეთში მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ეკრემ იმამოღლუ სტამბოლის მერად ოფიციალურად 17 აპრილს გამოცხადდა. ინფორმაცია თურქულმა მედიამ  გაავრცელა.

 

თურქეთის მმართველი პარტია სტამბოლის მერის არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა და შესაბამისი წერილით უზენაეს საარჩევნო საბჭოს მიმართა.

 

8 აპრილს საარჩევნო საბჭომ ნაწილობრივ უარი უთხრა მმართველი პარტიის მოთხოვნას და ხმების ხელახალი დათვლა მხოლოდ 51 უბანზე გამოაცხადა.

 

ადგილობრივი არჩევნები თურქეთში 31 მარტს ჩატარდა. ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა მარცხი განიცადა მსხვილ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ ანკარაშიც. ერდოღანის პარტიამ გადაწყვიტა, არჩევნების შედეგები გაასაჩივროს სტამბოლის ყველა რაიონში, სადაც მათი კანდიდატი ოპოზიციის წარმომადგენელთან დამარცხდა.

 

„არავის აქვს უფლება, გამოაცხადოს გამარჯვება, როდესაც ხმებში განსხვავება 13,000-14,000-ს შეადგენს“, - განაცხადა ერდოღანმა შედეგების შეფასებისას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner