logo_geo
eng_logo
რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
- +

4 მაისი. 2019. 19:40

 

 

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტობუსში თურქი მძღოლის ჩათვლით 5 კაცი იმყოფებოდა. თურქული სანომრე ნიშნებით ავტობუსი თურქეთიდან თბილისის მიმართულებით მოდიოდა.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner