მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მდინარე ადიდდა. მეორე ნაპირზე დარჩენილი ადამიანები სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ 70-მდე ადამიანი მდინარის მეორე ნაპირიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდა. ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. მათივე ინფორმაციით, სამაშველო თოკებითა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით მათი გადმოყვანა უსაფრთხო ადგილზე, უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით მოხერხდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებული არავინ არის.