logo_geo
eng_logo
იყალთოში ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს
- +

4 მაისი. 2019. 23:28

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

მკვლელობის მოტივი უცნობია. არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, გარდაცვლილის თანასოფლელია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიცია ბრალდებულის დასაკავებლად ინტენსიურ სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს.

 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner