სოფელ მამკოდაში, ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე რამდენიმე ადამიანი ისევ რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაახლოებით 15-მდე ადამიანი არ ემორჩილება პოლიციასა და მაშველებს, „ისინი ქეიფობდნენ, ნასვამები არიან და მეორე ნაპირიდან გადმოსვლაზე უარს აცხადებენ“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ 70-მდე ადამიანი მდინარის მეორე ნაპირიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, 25-მა მეხანძრე-მაშველმა სამაშველო თოკებითა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით უმეტესობის გადმოყვანა უსაფრთხო ადგილზე, უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით მოახერხა.