logo_geo
eng_logo
ნანა შონია: გურამ დოჩანაშვილი საოცარი ადამიანია, ის არ ბერდება!
- +

28 მაისი. 2016. 18:01


31 მაისს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების „სამოსელი პირველის" პრემიერა გაიმართება.

პროექტში მონაწილეობენ დრამის წამყვანი მსახიობები, ოპერის მომღერლები, საბალეტო დასი, სიმფონიური ორკესტრი...

მსახიობი ნანა შონია:

„მე ვთამაშობ ტერეზას როლს. ეს არის ეს ერთ-ერთი ძალიან დასამახსოვრებელი პერსონაჟი. მეორე პერსონაჟი კი მერსედეს ბოსტონია მარშალ ბეტანკურის ცოლი, რომელიც ასევე საკმაოდ სახასიათო გმირია რომანში.
„სამოსელი პირველი" საუკუნის რომანია. მისი სცენაზე დადგმა ძალიან რთულად მეჩვენებოდა. ამ პროექტს შეიძლება დავარქვათ ექსპერიმენტი, რომელშიც მე ვმონაწილეობ და ძალიან გახარებული ვარ.

მინდა ზაზა მარჯანიშვილს მივულოცო. ზაზა ამ პროექტზე 22 წელია ფიქრობს. წლების განმავლობაში წერდა მუსიკას.
ძალიან ვღელავ როგორი გამოვა. დიდი სანახაობა იქნება.
ვიცი, რომ ბატონი გურამ დოჩანაშვილი ჩართულია ამ პროექტში, ის მუშაობს რეჟისორთან. თუმცა მისთვისაც უჩვეულო იქნება რომანის ასეთი  გადაწყვეტა.  გურამ დოჩანაშვილზე შემიძლია დაუსრულებლად საუბარი,  საოცარია ადამიანია, არ ბერდება. ის ბედნიერია, რომ მისი ნაწარმოები ცოცხლდება!" -
ამბობს მსახიობი.

იდეა და წარმოდგენის მუსიკა კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილს ეკუთვნის. რეჟისორი ლაშა ონიანი გახლავთ. ხოლო, პროდიუსერი ზურაბ ლოლაძე.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია Reportiori.ge.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner