logo_geo
eng_logo
შსს-მ თელავის უნივერსიტეტის ეზოში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

5 მაისი. 2019. 11:23

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ნ.-მ ქალაქ თელავში, უნივერსიტეტის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1995 წელს დაბადებულ ა. კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყვარლის რაიონის სოფელ ენისლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

 

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 14 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 236-ე და 237-ე მუხლებით.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner