იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებული მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
„გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის მიღებული. შეიძლება დაიწყოს, შეიძლება არა და წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კანონის თანახმად, თვითონ მამუკას აქვს გასაჯაროების უფლება", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.