შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა მამკოდის მიმდებარედ, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადმოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩენილთა შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში 25 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მოქალაქეების გადმოყვანა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით განხორციელდა და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის, სოფელ მამკოდაში, ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დაახლოებით 15-მდე ადამიანი არ ემორჩილებოდა პოლიციასა და მაშველებს.
„ისინი ქეიფობდნენ, ნასვამები არიან და მეორე ნაპირიდან გადმოსვლაზე უარს აცხადებენ“, - აღნიშნავდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.