საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, პარნტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ მათ ადგილზე არსებული ვითარება და ოკუპაციის შედეგები გააცნო.
დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.