logo_geo
eng_logo
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჯარს უბრძანა, ღაზას სექტორის ტერორისტულ სამიზნეებზე საპასუხო დარტყმები გააგრძელონ
- +

5 მაისი. 2019. 16:29

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხედროებს უბრძანა ღაზას სექტორის ტერორისტულ სამიზნეებზე განაგრძონ მასობრივი საპასუხო დარტყმები. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავად განაცხადა.

 

„დილით ისრაელის თავდაცვის ჯარს ვუბრძანე, გააგრძელონ მასობრივი დარტყმები ღაზას სექტორის ტერორისტულ ელემენტებზე, ასევე გაგზავნონ საზღვართან დამატებითი ჯავშანსატანკო შენაერთები, არტილერია და ქვეითი ჯარი“, - განაცხადა ნათანიაჰუმ.

 

მისი თქმით, „ჰამასი“ არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ თავის შეტევებზე, არამედ „ისლამური ჯიჰადის“ ქმედებებზეც.

 

„ჰამასი ამისთვის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

„ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ 24 საათის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით 450 რაკეტა გაუშვეს. ისრაელის არმიამ საპასუხო „ჰამასს“ და „ისლამურ ჯიჰადს“ საპასუხო დარტყმები მიაყენა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner