logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: აქ კარების შეღებისთანავე გრძნობ, რომ სასახლეში ხარ, ნამდვილი, ბედნიერი ბავშვობის სასახლეში...
- +

2 მაისი. 2019. 18:55

 

დიახ, იყო შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ტარდებოდა ძია ლენინისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, უმღერდნენ პარტიას და საბჭოთა სამშობლოს, მაგრამ აქ ნიჭიერი თაობები გაიზარდა... არა აქვს მნიშვნელობა აქაურობას პირველი რესპუბლიკის, პიონერთა და მოსწავლეთა, ახალგაზრდობის თუ თინეიჯერთა სასახლე ერქმევა, აქ კარების შეღებისთანავე გრძნობ, რომ სასახლეში ხარ, ნამდვილი, ბედნიერი ბავშვობის სასახლეში. ასე იყო ჩემ დროს, ასე მინდა იყოს ახლაც და ასეც იქნება...

 

დღეს ჩემი პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე იუბილარია და იქ, მარცხენა ფლიგელში ნორჩ შემოქმედთა სტუდიაში მჯერა, ისევ მელოდება ქალბატონი ფაცია პაიჭაძე, რომელმაც უნდა მომისმინოს, წაიკითხოს, დამარიგოს, რჩევა მომცეს და დავალებებით დამხუნძლოს, მერე კიბეებზე ჩამოვირბენ, და როგორც კი ადგილს მოვიხელთებ, ის სიტყვები უნდა ჩავინიშნო, რაღაც კარგი რომ მითხრა... ეს კი ერთ-ერთი შევედრის მოსაწვევი ბარათია, როცა არ იყო Facebook და ინტერნეტი, მაგრამ იყო სასახლე, სადაც ერთმანეთს მთელი საქართველოს ბავშვები ვხვდებოდით და ვმეგობრობდით... მადლობა აქაურობას ბედნიერი დღეებისათვის!

 

 

 

 

 

 

 

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner