მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში ბორტზე გაჩენილი ხანძრის გამო სამგზავრო თვითმფრინავი „სუპერჯეტ 100“ ავარიულად დაეშვა. რუსული მედიის ინფორმაციით, 6 ადამიანი დაშავდა, 78 მგზავრის ევაკუაცია კი დროულად მოხერხდა.
ხანძარმა საჰაერო ხომალდის დიდი ნაწილი გაანადგურა. თვითმფრინავი კომპანია „აეროფლოტს“ ეკუთვნის და ის მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტრომოწყობილობების გაუმართაობა გახდა.