logo_geo
eng_logo
მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავი დაიწვა
- +

5 მაისი. 2019. 21:34

 

მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში ბორტზე გაჩენილი ხანძრის გამო სამგზავრო თვითმფრინავი „სუპერჯეტ 100“ ავარიულად დაეშვა. რუსული მედიის ინფორმაციით, 6 ადამიანი დაშავდა, 78 მგზავრის ევაკუაცია კი დროულად მოხერხდა.

 

ხანძარმა საჰაერო ხომალდის დიდი ნაწილი გაანადგურა. თვითმფრინავი კომპანია „აეროფლოტს“ ეკუთვნის და ის მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტრომოწყობილობების გაუმართაობა გახდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner