მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 13 და დაშავებულია ოთხი ადამიანი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100“, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში ასრულებდა რეის, რუსეთის დედაქალაქში დაბრუნდა და ავარიულად დაეშვა. ამის მიზეზი ბორტზე გაჩენილი ხანძარი გახდა.
რთული მეტეოროლოგიური პირობები გამო, თვითმფრინავის მფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე მცდელობაზე შეძლო. როგორც საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით, „რია ნოვოსტი“ წერს, ცეცხლმა თვითმფრინავის ნახევარი გაანადგურა.