logo_geo
eng_logo
შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავზე ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
- +

5 მაისი. 2019. 22:18

 

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 13 და დაშავებულია ოთხი ადამიანი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100“, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში ასრულებდა რეის, რუსეთის დედაქალაქში დაბრუნდა და ავარიულად დაეშვა. ამის მიზეზი ბორტზე გაჩენილი ხანძარი გახდა.

 

რთული მეტეოროლოგიური პირობები გამო, თვითმფრინავის მფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე მცდელობაზე შეძლო. როგორც საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით, „რია ნოვოსტი“ წერს, ცეცხლმა თვითმფრინავის ნახევარი გაანადგურა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner