პოეტი ლია რუსიაშვილი „დინამო არენაზე" რობი უილიამსის გამოსვლას სოციალურ ქსელში აფასებს:
„მეტი შეურაცხყოფა რაღა უნდა მიეყენებინა მაყურებლისთვის? მაგრამ, რაკიღა პანღურის ამომრტყმელი არ აღმოჩნდა იმხელა დარბაზში, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მყოფი მაყურებელი ამის ღირსი იყო!
უფრო მეტი შეურაცხყოფის ღირსია ის, ვინც ამგვარ ამაზრზენ გამოხდომებს „შოუს"უწოდებს, რადგან, ჩანს, რომ სიტყვა „ღირსება" მისთვის უკვე გაუგებარ და ლექსიკონიდან ამოსაღებ „ჯართადაა" გადაქცეული."- წერს რუსიაშვილი.