logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ქვეყნის უსაფრთხოებაცაა
- +

6 მაისი. 2019. 12:53

 

 

„ჩვენი ამოცანაა, გარდავიქმნათ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკად, რეფორმა გულისხმობს ენერგოეფექტურობასაც. ჩვენ მოვახერხებთ, რომ არამხოლოდ გავზარდოთ  გენერაცია, არამედ ვმართოთ ჩვენი მოთხოვნაც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  გადაცემა "იმედი LIVE"-ში სტუმრობისას.

 

მინისტრმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მთავარ მიზნებსა და ამოცანებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ გადაჭარბებული მოლოდინია, თითქოს როგორც კი  საქართველოში ენერგოეფექტურობის პრინციპები და მოთხოვნები შემოვა, ეს გადაწყვეტს მზარდი მოხმარების საკითხს და ქვეყანას ჰესები არ დასჭირდება.

 

„ეს ასე არ არის, ევროპულმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ ამის მიუხედავად, მზარდია ელექტროენერგიის მოხმარება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია  ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაც არის. ნათია თურნავამ ამასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების მაგალითი მოიყვანა - მისი ინფორმაციით, ევროპის საერთო ენერგეტიკული სისტემის 36 ქვეყნიდან, 28 მიიჩნევს - იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას მათი ე.წ. გენერაციის ადეკვატურობა, მათ საკუთარი სიმძლავრეები 100 და მეტი პროცენტით უნდა უზრუნველყონ.

 

„საჭიროება თუ დადგა, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ და საკუთარი ადგილობრივი გენერაციის წყაროებით 100-ივე პროცენტით საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ საკუთარი მომხმარებლის უზრუნველყოფა და იმის იქით კიდევ დარჩეთ რეზერვი. ჩვენი ამოცანაც არის ის, რომ 100%-ით შევძლოთ ჩვენი მოხმარების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner