„გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი და სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმართ-მასპინძლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხონში, სახალხო დღესასწაულზე განაცხადა.
„ჩემთვის დღეს არის განსაკუთრებით ემოციური დღე. პირველ რიგში მსურს, მოგილოცოთ გიორგობა და მსურს, ამ ულამაზესი კუთხიდან სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის დღესასწაული. ჩემთვის ყოველი ჩამოსვლა ხონში არის ძალიან ემოციური, რადგან მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი ფესვებით. ხონი ეს არის უნიკალური კუთხე ჩვენი სამშობლოსთვის. ეს არის ულამაზესი კუთხე, რომელმაც ძალიან ბევრი საიდმლო და ფასეულობა შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ძალიან ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი ხონში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლების სფეროში.
„ონი არის კუთხე, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული, რომელიც იყო ხონელების თხოვნა, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა დროულად. პირველი სკოლა, სოფელ გორდის სკოლა და სკოლა სოფელ გოჩა ჯიხაიში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სკოლა საქართველოში. წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობასა და ავაშენებთ ყველაზე მაგარ, თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს. გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი და სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმართ-მასპინძლობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.