logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ეტყობა ბურჭულაძე 2012 წლამდე კმაყოფილი იყო...
- +

28 მაისი. 2016. 22:44


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილი პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" ყრილობას აფასებს და ამის შესახებ წერს:


 

„შევავლე თვალი ბურჭულაძის პარტიის ყრილობას, მშვენიერი საზეიმო იერი ჰქონდა, ერთი შეხედვით, ახალი სახეებიც გამოჩნდნენ ან ჩემთვის უცხო სახეები ყოველ შემთხვევაში, ნაცნობებიც. ვნახოთ, რას იზამენ და როგორ მოიწადინებენ. ბურჭულაძის გამოსვლის რამდენიმე ეპიზოდს გავეცანი, იუმორის განწყობაზე დამაყენა,მოგვიანებით სრულად ვნახავ და მერე უკეთ მივუხვდები წადილს. დანარჩენი, არა უშავდა. წარმატებები მათ, ერთ რამეზე კი დამაფიქრა ბატონმა პაატამ, 2012-ის მერე თუ დარჩა იმედგაცრუებული, ეტყობა 2012-მდე კმაყოფილი იყო და ალბათ მომეცემა საშუალება, როდესმე ვკითხო 2003-2012 წლამდე მისი კმაყოფილების მიზეზები.

 

დანარჩენი რა ვთქვა, ნაკლებ ხელოვნურობას და მეტ ბუნებრივობას ვუსურვებ, ასეა თუ ისე, ვგულშემატკივრობ, რამდენადაც შეიძლება მათი მესიჯების ფონზე მათი შეფასება, იმდენად.

 

.. გული დამწყდა, რომ ყრილობაზე სტუმრად არ მიმიწვიეს, არადა რამდენი ახლობელი მყავს პარტიის ლიდერებში."- აღნიშნავს გამზარდია.


შეგახსენებთ, რომ დღეს პაატა ბურჭულაძის პარტიამ ყრილობა გამართა, სადაც პარტიის ლიდერმა მისი გუნდის წევრები წარადგინა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner