logo_geo
eng_logo
პირველი რესპუბლიკის მოედანზე შუქნიშნით ორგანიზებულ ქვეითთა გადასასვლელს აწყობენ
- +

6 მაისი. 2019. 15:34

 

 

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შუქნიშნით ორგანიზებული ქვეითთა გადასასვლელის მოწყობა დაიწყო. მოედანზე უკვე მიმდინარეობს გამყოფი უსაფრთხოების კუნძულის მშენებლობა.

 

სამუშაოების დაწყებამდე, ქვეითთა შუქნიშნის მოწყობის საკითხი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ჯერ კომპიუტერული მოდელირებით დაამუშავა და შექმნა სქემა, რომელიც ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და ამავდროულად, ავტომობილების ნაკადის შეფერხებას გამორიცხავს.

 

გადასასვლელის მოწყობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ იქვე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი შშმ პირებისთვის და მოხუცებისთვის ადაპტირებული არ არის, არაკომფორტულია საბავშვო ეტლით გადაადგილებისთვის.

 

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქვეითთათვის ახალი შუქნიშანი უახლოეს ხანებში ჩაირთვება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner