logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენ უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში და ერთად გამოვნახოთ პანკისის განვითარების გზა
- +

6 მაისი. 2019. 16:56

 

 

პანკისის ხეობაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოსახლეობას შეხვდა. ხეობის მცხოვრებლები სოფელ ჯოყოლოში შეიკრიბნენ და ქეთევან ციხელაშვილთან 21 აპრილს განვითარებული მოვლენები განიხილეს.

 

მინისტრის შეფასებით, მომხდარი ინიციდენტი მოსახლეობასთან კომუნიკაციის დეფიციტმა გამოიწვია.

 

„ჩვენ უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში და ერთად გამოვნახოთ პანკისის განვითარების გზა. საჭიროა მოსახლეობასთან კომუნიკაცია და დაწყებული პროექტების განხორციელება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებასა და პანკისელებს შორის ხეობაში დიალოგი პირველად შედგა.შ3ხვედრის სურვილი კი ადგილობრივებმა თბილისში მინისტრთან შეხვედრის დროს გამოთქვეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner