logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყება
- +

6 მაისი. 2019. 16:57

 

 

„უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საორგანიზაციო საკითხები საბჭოს პრეროგატივაა და გადაწყვეტილება, თუ როდის გამოცხადდება კონკურსი, საბჭომ უნდა მიიღოს.

 

ამასთან, რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატების შესახებ ინფორმაციასა და სურვილს, ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს კონკრეტული კანდიდატების გადასაწყვეტია.

 

ოხანაშვილის განცხადებით, კანონმდებლობა საბჭოს წევრს საშუალებას აძლევს, რომ იყოს კანდიდატი.

 

„არც ვენეციის კომისიას და არც საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად არ დაფიქსირებულა პოზიცია, რომ საბჭოს წევრს შეიძლება ეკრძალებოდეს კონკურსში მონაწილეობის უფლება. კანონში ყველა ის გარანტია ჩავდეთ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყოველგვარი სახის ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა. ვენეციის კომისიას არ უთქვამს, რომ არ შეიძლება საბჭოს წევრი კანდიდატი იყოს. კანონი უზრუნველყოფს ყველა დამზღვევ მექანიზმს, რომ ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner