ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს.
ერთ-ერთ პლაკატზე, რომელზეც სანდრა რულოვსია გამოსახული, წერია რულოვსის წიგნზე, სადაც ის ქვეყნის პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 90-იან წლებში „არაფორმალური ბანდფორმირებების შემქმნელად მოიხსენიებს“.
სანდრა რულოვსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წიგნში დაწერა ის, რაც მაშინ პირველ პრეზიდენტზე იცოდა. ამასთან, განმარტა, რომ შემდეგში გამსახურდიაზე უფრო „გააზრებულად“ დაწერს.
რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ნახსენებია მის მიერ პოლონურ გამოცემაში, 1992 წელს დაბეჭდილი მასალა, სადაც ზვიად გამსახურდიას „კავკასიელ ჰუსეინად“ და „უღირს პრეზიდენტად“ მოიხსენიებს.
„და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა?“, - წერია პლაკატზე.