logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხმალაძე: კოალიციის მიზნები ყოველთვის განსხვავდება პარტიის მიზნებისგან!
- +

26 თებერვალი. 2016. 11:21



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, „ქართული ოცნება" საარჩევნო ტიპის პარტიად  ჩამოყალიბდა.


ამის თაობაზე „რეპორტიორს" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა. მისი თქმით, ქართული ოცნება"  შეიქმნა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და ის მუშაობას კოალიციურ რეჟიმში აგრძელებს.



„კოალიციის მიზნები ყოველთვის განსხვავდება პარტიის მიზნებისგან. კოალიცია შეიძლება შეიქმნას არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ან  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთად მუშაობისთვის. როცა კოალიცია პარლამენტში ხვდება, შეიძლება შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა, ან იყოს ოპოზიციაში. კოალიციური პარტიები მუშაობას იმ პერიოდის განმავლობაში აგრძელებენ, რა პერიოდშიც იქნებიან პარლამენტსა თუ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოში. მაგალითად „ქართული ოცნებიდან" პარლამენტში ყოფნის პერიოდში ერთი პარტია „თავისუფალი დემოკრატები" გავიდა კოალიციიდან. დანარჩენი პარტიები პარლამენტში ყოფნის პერიოდში აგრძელებენ კოალიციურ რეჟიმში  მუშაობას.

 

„ქართული ოცნება" შეიქმნა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და ის კოალიციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მომავალი არჩევნებისთვის კოალიციაში შემავალი პარტიები შეიძლება გამოვიდნენ დამოუკიდებლად, ცალკე კოალიცია შექმნან სხვა პარტიებთან ერთად. მაგრამ ეს ცნობილი უნდა გახდეს, მანამ, სანამ ამოიწურება კანონით დადგენილი ვადა.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა გავაკეთეთ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მოკლედ ვერ ვისაუბრებ, ამ თემას ვრცელი ინტერვიუ დასჭირდება", - განაცხადა ხმალაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner