logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: საქართველოს გადარჩენა 2012 წელს სჭირდებოდა!
- +

28 მაისი. 2016. 23:17


განათლების მინისტრის მრჩევლის ოთარ აბესაძის განცხადებით სამწუხაროა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, იმ ფონზე, როდესაც შესაძლებელია კერძო ბიზნესისა და მცირე მეწარმეობის აღორძინება.


„განაცხადო მოდიხარ ხელისუფლებაში ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად გქონეს გააზრებული ჯერ რა არის ხელისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის პოლიტ.ეკონომიკური როლი, გქონეს უმაღლესი დონის როგორც პოლიტიკური ისე ფინანსური კონტაქტები, გყავდეს ლობისტები და პოლოტიტიკური მხარდამჭერები და ბოლოს, გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს შეასრულებს. ჩამოთვლილ თითოეულ პუნქტს ზედმიწევნით გუნდი უკვე უნდა ასრულებდეს, რომ როგორც მინიმუმ გქონდეს რეალური შანსი მოხვიდე ჯერ პოლიტიკაში და მერე ხელისუფლებაში.

 

სხვა დანარჩენი არის უბრალოდ ფუჭი იმედი.

 

საქართველოს გადარჩენა 2012 წელს სჭირდებოდა. ეხლა საქართველოს ეკონომიკური დახმარება ჭირდება და ქვეყნის გადამრჩენლობას ბიზნესმენობა ჯობს და რა თანხითაც პარტიას ინახავენ და ყრილობებს აწყობენ მაგ თანხით რამოდენიმე საწარმოს შექმნა და ხალხის დასაქმება შეიძლება. ოთხასმერაღაცამდენე პოლიტიკური პარტია საქართველოში ეს უკვე ზედმეტია.

 

სამწუხაროა, რომ საქართველოში პოლიტიკოსი უფრო მეტია ვიდრე ბიზნესმენი.

ქვეყანას ჭირდება მეტი ბიზნესმენი ვიდრე პოლიტიოსი."- წერს აბესაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner