ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებით დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი „რესპუბლიკის“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის დაყრდნობით იუწყება.
დეფაქტო უწყების ცნობით, „საზღვარი“ 8 მაისის 20:00 საათიდან დაიკეტება, რა დროსაც მოქალაქეების გატარება აიკრძალება. დე ფაქტო ხელისუფლება „საზღვრის“ გახსნას 10 მაისს, 06:00 საათზე აპირებს.