სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. უკვდავი პოლკის აქციის ორგანიზატორებს კანონით აკრძალული საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა.
როგორც სუს-ში აცხადებენ, მსგავსი გაფრთხილება ე.წ. უკვდავი პოლკის მსგავსად სხვა ორგანიზაციებსაც დაეგზავნათ.
ჭავჭავაძის გამზირზე 9 მაისს, „გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით უკვდავთა პოლკის ინიციატივით მსვლელობა გაიმართება. ე.წ. უკვდავთა პოლკის წარმომადგენლები 9 მაისისთვის მსვლელობის გამართვას თბილისის გარდა ბათუმში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და გორში გეგმავენ.