logo_geo
eng_logo
დავითგარეჯის საკითხზე, საპატრიარქოში აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
- +

7 მაისი. 2019. 11:06

 

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 4 და 5 მაისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის, ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან. შეხვედრებზე დავითგარეჯის საკითხი განიხილეს.

 

„საპატრიარქოგარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული. 4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ფაშა ზადეს წარმომადგენელთან ალი ალიევთან. საკითხი ეხებოდა დავითგარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასწრაფოდ“, – აღნიშნულია ანდრია ჯაღმაიძის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner