ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო.
ექსპორტი მაისიდან დაიწყო და დღეისთვის მისი დღიური მოცულობა თურქეთში 2.78 მლნ კვტ.სთ-ს, ხოლო რუსეთში 2.61 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.
ექსპორტის დაწყება საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებში გაზრდილ გამომუშავებას უკავშირდება.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს საქართველოდან 700 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის ექსპორტი იგეგმება, რაც ოთხჯერ ნაკლებია იმპორტზე. საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ მაისი-ივლისში არ დასჭირდება.