ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის მიერ, ახლდაშექმნილი პარტიის „სახელწიფო ხალხისთვის" შესახებ კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი დამსახურება სახელწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე აქვს ბიძინა ივანიშვილს.
„მე, ხათუნა ხოფერია, მივესალმები პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" შექმნას! რადგან ვხედავ, რომ ბევრი მერყევი და ამბიციური ადამიანი შეუერთდა ამ დაჯგუფებას და ამით დამთავრდება პროცესი, რომელსაც "შუა გაკრეფილია"-ს უწოდებენ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი შეძლებს საბოლოოდ დაუსვას წერტილი "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას!
მე ზუსტად ვიცი, რომ 2012 წლის არჩევნებში მოპოვებული უდიდესი გამარჯვება სისხლიან ხელისუფლებაზე, არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება!
და ბოლოს, გარწმუნებთ, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, მე, ხათუნა ხოფერიას დამამადლოს 2012 წელს მოპოვებული გამარჯვება!.."