logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: აქტუალურია სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები
- +

7 მაისი. 2019. 12:36

 

ბიზნეს-ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და  აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებზე.

 

„ვისაუბრეთ იმ სისტემურ სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ  ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვცვლით ინფორმაციას. განსაკუთრებით აქტუალურია  სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების და  პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს რეგულირების გავლენის შეფასების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილება.

 

„რეგულირების გავლენის შეფასების სავალდებულოდ დანერგვის საკითხს ბიზნესი აქტიურად სვამს და ჩვენი ოფისი ჩართულია აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში. როგორც დაგეგმილია, პირველ ეტაპზე რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება სავალდებულო მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტებზე იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ RIA-ს მომზადების  ვალდებულება, ახალ კანონპროექტებთან ერთად, კანონში შესატან ისეთ ცვლილებებზეც უნდა გავრცელდეს, რომელიც ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის წარმოებას მნიშვნელოვნად ცვლის“, - აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG), ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) წარმომადგენლები.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner