საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე პაატა ბურჭულაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„დიახ, გაუგონარი ცინიზმია რაც ხდება. მეც მახსოვს გირგვლიანის დედა რომ ევედრებოდა „მსოფლიო ბანს" შეხვედრას და შუამდგომლობას. დღეს რა სინდისით ახსენებს მათ?
ეს ხომ უნამუსობაა? არასდროს, არანაირი ფორმით ნაცების არცერთ სისაძაგლეზე ხმა არ ამოუღია ! არასდროს! თუ ტყუილს ვამბობ დამიმტკიცოს ვინმემ ფაქტებით.
ძალიან ბევრ მსგავსი ხასიათის წერილს ვიღებ დღეს. საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ ნაცებმა გადაწყვიტეს დაქსაქსონ ბოლო ძალები და სხვადასხვა შირმით გააგრძელონ ბრძოლა. "მეორე შალიაპინიც" , დიდი რუსი ბანი (ამით ამაყობდა ყოველთვის) ბურჭულაძეც ამ პროექტის ნაწილია."