logo_geo
eng_logo
აშშ-ის საელჩომ გელათის რეაბილიტაციისთვის 750 000 დოლარი გამოყო
- +

29 მაისი. 2016. 01:15


ამერიკის საელჩო მრავალ ქვეყანაში თავის წარმომადგენლებთან ერთად ეროვნულ და კულტურული მემკვიდრეობების გადარჩენაზე ზრუნავს და სხვადასხვა ღონისძიებებს აფინანსებს. საელჩომ ამჯერად საქართველოს კულტურულ ძეგლს - გელათს მიაპყრო ყურადღება და მის აღსადგენად 750 000 აშშ დოლარი გამოყო.


საქართველოში კულტურული ძეგლების გადასარჩენად ეს უკვე მეთხუთმეტე პროექტია.

აშშ-ის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდი სხვადასხვა კულტურულ სეგმენტს ხმარდება: არქეოლოგია, ფოლკლორული მუსიკა, ძველი ქართული არქიტექტურა...


რეაბილიტაციის ფარგლებში მონასტრის ეკლესიების სახურავები პირვანდელ სახეს მიიღებს და სწორედ ამ კრამიტით გადაიხურება.


ეს უნიკალური ხელთნაკეთი კრამიტია, რომელიც აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დაფინანსებით გელათის მონასტრისთვის მზადდება.


ასზე მეტ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობების გადასარჩენად ამერიკის მთავრობის გამოყოფილი თანხა 26 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ამ პროექტის ფარგლებში, 2001 წლიდან 640-ზე მეტი კულტურული ძეგლი გადარჩა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner