logo_geo
eng_logo
ლავრენტი მაღლაკელიძე „გირგვლიანის საქმეზე“: გვქონდა განხილვა კონკრეტულად აღნიშნულ ქეისთან „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ დაკავშირებით
- +

7 მაისი. 2019. 15:19

 

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლავრენტი მაღლაკელიძის თქმით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს და კონკრეტულად მოსამართლე ლევან მურისიძეს სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი ბერკეტები არ ჰქონდა.

 

როგორც მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს თსუ-ში, მრგვალი მაგიდის – „სამართლებრივი დიალოგი – მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები“ დასრულების შემდეგ განუცხადა, საკასაციო სასამართლო შეზღუდული იყო წარდგენილი ბრალდებით და მას ბრალდებულების მიმართ სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ ჰქონდა.

 

„ჩვენ გვქონდა განხილვა კონკრეტულად აღნიშნულ ქეისთან „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ დაკავშირებით. ფაქტობრივად, როგორც ჩემი, ისე ჩემი კოლეგების მიერ დეტალურად იქნა მოსაზრებები გამოთქმული. ის გარემოება, თუ რა შეეძლო კონკრეტულ შემთხვევაში ბატონ ლევან მურუსიძეს, შეეძლო თუ არა მას რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღება, მე ეს დავასაბუთე სამართლებრივად და ცალსახაა ის, რომ მას იმ დროს იმ ვითარებაში, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რაც მან მიიღო, სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, სასამართლო შეზღუდული იყო იმ ბრალდების ფორმულირებით და იმ ბრალდების ფარგლებით, რაც პიროვნებებს ჰქონდათ წარდგენილი. ამიტომ თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების გამოტანა შეეძლო კონკრეტულ მოსამართლეს, მე მოვისმენდი ამაზე განსხვავებულ პოზიციას, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ეს განსხვავებული პოზიცია ვერ მოვისმინე. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო სამართლებრივად სწორი იყო“, - განაცხადა ლავრენტი მაღლაკელიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner