logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: ვისაც პაატა ბურჭულაძის პარტიის იმედი აქვს, გაეცანით...
- +

29 მაისი. 2016. 01:49


„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილი ახალი პარტიის- „სახელმწიფო ხალხისთვის" შესახებ სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს და საზოგადოებას მიმართავს:




„ვისაც პაატა ბურჭულაძის პარტიის იმედი აქვს გაეცანით:


პაატა ბურჭულაძე: "მე საზღვარგარეთ ძალიან ბევრი ჰომოსექსუალი მეგობარი მყავს. სხვათაშორის, თეატრი არის ისეთი ადგილი, სადაც ეს უმცირესობები ძალიან ბევრნი არიან. მე მათ ძალიან კარგად ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. არაფერი მათი საწინააღმდეგოს თქმა არ შემიძლია, კარგი პიროვნებები არიან. თუმცა ამას ძალიან ფაქიზი მიდგომა უნდა. მე არ მომწონს ერთი რამ, რომ უკვე ჩვენთან უნდა დაინერგოს მათი ქორწინება. ეს ჩვენთან ძალიან ადრეა და მემგონი, საქართველო ძალიან დიდი ხანი ვერ მივა მადამდე".


ნინო კუზანოვა (პაატას თანაპარტიელი):

"მოკლედ. მზად ვარ ჩავიქოლო და ჩემი უსაყვარლესი ფრენდლისტი განახევრდეს, მაგრამ უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ!

ეს ადამიანები არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩნენ კანონგარეშე! ეს ქორწინებასაც უნდა ეხებოდეს! აკრძალვა ყოველთვის დამალვას და აგრესიას იწვევს! მათ არ უნდა იგრძნონ თავი კანონსმიღმა!


P.S. არანაირი გრანტი არ მიმიღია, მართლა ასე ვფიქრობ!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner